პოლიტიკა
ზუგდიდის გამგებელი "ქართული ოცნებიდან": ყველგანმავალი "პრადო" მჭირდება
2013-03-12 18:57:35
ჩამოტვირთვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ მუშაობის 100 დღიანი ანგარიში ჩააბარა მოსახლეობას.
შეხვედრას, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.
არასამთავრობო ორგანიზაციის "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებლმა თენგიზ ჯგუშიამ მიმართა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს და განაცხადა, რომ ახალ მთავრობას არ უნდა ეშინოდეს ჯანსაღი კრიტიკის, მან ასევე მოუწოდა გამგებელს ჩამოვიდეს ძვირადღირებული ავტომობილიდან და ამ ფულით მოსახლეობას დაეხმაროს.
ჯგუშის ბრალდებას თოლორაიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ მას ეს ძვირადღირებული მანქანა დახვდა და ეს არის ყველგანმავალი "პრადო", რომელიც მას სჭირდება.
კომენტარები