მსოფლიო
ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა
2013-03-12 13:48:54
ჩამოტვირთვა
ვენეციის კომისიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე"საერთო სასამართლოების" შესახებ საბოლოო დასკვნა გამოქვეყნა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად 15 წევრისგან შედგება. წევრები არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მართლმსაჯულების სხვა რვა წარმომადგენელი, პარლამენტის მიერ არჩეული ოთხი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორი წევრი.
11- გვერდიანი დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში წერია, რომ კომისიის წევრების აზრით, მომზადებული ცვლილებები კანონს ევროპულ სტანდარტებთან უფრო მიახლოებულს გახდის.
რეკომენდაციის მიხედვით, იუსტციის საბჭოს მოქმედ წევრებს ვადის ამოწურვამდე უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეთ.
კომისიის წევრების რეკომენდაციით, კანონპროექტიდან საერთოდ უნდა ამოიღონ ის მუხლი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოქმედ წევრს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.
დასკნაში კომისია აცახდებს, რომ თბილისში ვიზიტის დროს მათ განმარტეს, რომ მნიშვნელოვანი სასამრთლო რეფორმა ვერ გატარადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთლიანად განახლების გარეშე, ვინაიდან საბჭოს დაკომპლექტების არსებული წესი არასწორია.
დასკვანაში საუბარია სასამართლოებში კამერების დაშვების საკითხზე, ის რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება უფლება გადაიღოს პროცესები და სხვა მედიასაშულებებს გადასცეს.
კომენტარები