პოლიტიკა
ანსამბლი ერისიონი საქართველოში დაბრუნდა
2013-03-11 19:03:25
ჩამოტვირთვა
ქართული ხელოვნება ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას, აღნიშნული განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა გააკეთა. "ერისიონს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ. ისინი აეროპორტიდან გამოსულ მოცეკვავეებს, მომღერლებს და მუსიკოსებს აპლოდისმენტებითა და შეძახილებით დახვდნენ. ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები, რათა რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონოდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მოქალაქეთა ერთ ჯგუფს კრემლში "ერისიონის" მიერ კონცერტის ჩატარება გაეპროტესტებინა. თუმცა არანაირი ექსცესი არ მომხდარა.
კომენტარები