0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანი მიროტაძე მელაძეს პასუხობს.

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმრვალესობის ერთ ერთ წევრს, ანი მიროტაძეს არ მოსწონს სსმ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი. ანი მიროტაძის განცხადებით სახალხო დამცველის ნაცვლად საბჭოს ორი წევრის დანიშვნის საშუალება სხვა ინსტიტუტებსაც უნდა მიეცეს. ეს განცხადება ანი მიროტაძემ "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გააკეთა. მიროტაძე კატეგორიულად უარყოფს სსმ სამეურვეო საბჭოს ერთ ერთი წევრის გიორგი მელაძის ბრალდებებს ახალი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების სურვულის შესახებ. ანი მირატოაძის თქმით მმართველი გუნდი მზად არის კანონში ცვლილებების შეტანამადე უმცირესობათან გაიაროს კონსულტაციები. მიროტაძემ დღესვე კომენტარი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის შესახებაც გააკეთა, მისი თქმით საბჭოს ახალი წევრების არჩევა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მოქმედ ბორდს ვადა ამოეწურება და მათ უფლებამოსილება ვადამდე არ უნდა შეუწყდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები