მსოფლიო
უზენაესმა სასამართლომ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
2013-03-09 16:43:05
ჩამოტვირთვა
საქართველოს უზენაესი სასამართლო ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ
უზენაესი სასამართლო მიესალმება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობას. მისასალმებელია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები კერძოდ, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ასევე, ვენეციის კომისია განმარტავს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეებს, მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირს, რომელსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა შეეზღუდოთ უფლება საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ იქნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად. ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილ მოსამართლეთა წრეს ეზღუდებოდა იუსტიციის საბჭოში არჩევის შესაძლებლობა.
უზენაესი სასამართლო იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას და არ ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი ორგანოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქმიანობაში.
კომენტარები