0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი ბრალდება მეგის ქარდავას წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას წინააღმდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო. საქმე ეხება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 21 ივლისს მეგის ქარდავას უკანონო დავალებით სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება აფხაზეთიდან დევნილ პირს. მონაწილე პირები უკვე დააკავეს. მეგის ქარდავას კი უახლოეს პერიოდში დაზუსტებული ბრალი წარედგინება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები