0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით უსუფაშვილს სამეურვეო საბჭოს საკითხის განხილვის დაჩქარებას სთხოვენ

ჩამოტვირთვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც უსუფაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკითხის განხილვის დაჩქარებას სთხოვენ. “ რამდენადაც, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტს შეუძლია განიხილოს სამეურვეო საბჭოს წევრების ინდივიდუალური იმპიჩმენტის საკითხი, გთხოვთ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და იმ წევრების მიმართ, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, დააჩქაროთ საკითხის განხილვა - საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალრიცხოვანი თანამშრომლების მხრიდან სამეურვეო საბჭოსადმი უნდობლობის გამოცხადების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები