პოლიტიკა
დავით უსუფაშვილს სამეურვეო საბჭოს საკითხის განხილვის დაჩქარებას სთხოვენ
2013-03-09 14:32:52
ჩამოტვირთვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც უსუფაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკითხის განხილვის დაჩქარებას სთხოვენ.
“ რამდენადაც, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტს შეუძლია განიხილოს სამეურვეო საბჭოს წევრების ინდივიდუალური იმპიჩმენტის საკითხი, გთხოვთ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და იმ წევრების მიმართ, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, დააჩქაროთ საკითხის განხილვა - საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალრიცხოვანი თანამშრომლების მხრიდან სამეურვეო საბჭოსადმი უნდობლობის გამოცხადების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები