0 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მართლმსაჯულების რეფორმაზე კონფერენცია მიმდინარეობს

ჩამოტვირთვა

სასტუმრო "რედისონში" გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების საკითხზე კონფერენცია მიმდინარეობს. „პარლამენტის თავმჯდომარემ ცალსახად განაცხადა, რომ ამინისტიის კანონის მიღება მოხდება იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცა ექნება უმცირესობას. ეს ჩვენი ვალია, მაგრამ ზუსტად რა მექანიზმი უნდა იყოს ამისთვის გამოყენებული და რა გამოცდილება აქვს მსოფლიოს ქვეყნებს, ამაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. კონფერენციის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმაც. მისი თქმით, მოისმენენ რა მოდელებზე იქნება საუბარი. თუმცა დეპუტატი ფიქრობს, რომ მოდელების უმეტესობა არაადეკვატური იქნება. კონფერენციაზე დაგეგმილია არაერთი მაღალი თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლა, მათ შორის მთავარი პროკურორის. კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან თინა ხიდაშელი, ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი იურიდიულ საკონსტიტუცი რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგი და ღია საზოგადოების ფონდების საპატიო პრეზიდენტი არიე ნეიერი. კონფერენციის მეორე ნაწილში კი, საქართველოსთვის მისაღებ გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების მოდელებზე ვახტანგ ხმალაძე და საქართველოს იუსტივიის მინისტრი თეა წულუკიანი ისაუბრებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები