0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაში უნდა დაიხარჯოს ყოველწლიურად 4 573 000 ლარი?

ჩამოტვირთვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პარლამენტის წევრების ქვეყნის გარეთ ოფიციალურ ვიზიტებზე გაწეულ სამივლინებო ხარჯებზე , ქუთაისში დეპუტატთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ბინებით უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხებზე, საწვავის ხარჯებზე და პარლამენტის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე ინფორმაციას აქვეყნებს. IDFI-ის მონაცემებით, 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე დავით უსუფაშვილის მივლინებაზე 4 642 ლარი დაიხარჯა, ვიქტორ დოლიძის მივლინება - 4 423 ლარი დაჯდა, თედო ჯაფარიძის - 3 779 ლარი, ირაკლი სესიაშვილის - 2 671 ლარი, ეკა ბესელიას - 2 605 ლარი, ირინე იმერლიშვილის - 797 ლარი, გიგლა აგულაშვილის - 495 ლარი, ვახტანგ ხმალაძის - 349 ლარი. ქუთაისში დეპუტატთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მხოლოდ ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად უნდა დაიხარჯოს 4 მილიონ 573 ათასი ლარი. IDFI-ს მონაცემებით, პარლამენტის აპარატის მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი 2012 წლის პირველი იანვარიდან 2012 წლის 20 ოქტომბრამდე 733 697 ლარს შეადგენს, ხოლო 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე - 219 793 ლარს. პარლამენტის აპარატის მიერ გაცემული ინფორმაცით, პარლამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები პერსონალურად ასე ნაწილდება - დავით უსუფაშვილი "მერსედეს ბენცი S 350", მანანა კობახიძე - "ფოლკსვაგენ ტუარეგი", ზურაბ აბაშიძე, ზვიად ძიძიგური, გიორგი ბარამიძე, მურმან დუმბაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ტარიელ ლონდარიძე, დავით საგანელიძე, აკაკი ბობოხიძე - "მიცუბიში პაჯერო", ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბერძენიშვილი, გიგა ბუკია, გიორგი გაბაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ირინე იმერლიშვილი, ვიქტორ დოლიძე, თედო ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით ონიფრიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ივანე კიღურაძე, გიგლა აგულაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ზურაბ ტყემალაძე და ეკა ბესელია - "ფოლკსვაგენ პასატი", ხოლო ირაკლი ტრიპოლსკის "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" ემსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები