მსოფლიო
გახელაძე პარლამენტს ბორდის დათხოვნის უფლება არ აქვს
2013-03-08 13:23:47
ჩამოტვირთვა
სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ პირველი რადიოს პრეს-კლუბში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენები განიხილა.
ლევან გახელაძე მზად არის, შეხვდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ამის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ ლევან გახელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა."თუ იქნება დაკითხვის ფორმატი, ეს მიუღებელია, მაგრამ თუ იქნება საქმიანი საუბარი, ეს ჩემთვის მისაღებია". მისივე განმარტებით, დღევანდელი კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს ანგარიშვალდებულების მხოლოდ ერთ, წერილობით ფორმას, რომელიც ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1-ელი მაისისა, მაუწყებელმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს, პრეზიდენტს და მარეგულირებელ კომისიას. მისივე თქმით, პარლამენტში დაბარებებზე საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ კანონში არ არის. ლევან გახელაძემ დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტს არ აქვს უფლება დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია, რომ მხოლოდ ინდივიდუალურ წევრებს გამოუცხადოს იმპიჩმენტი, მაგრამ, მისი განცხადებით, ამას პარლამენტის წევრების ერთი მესამდი სჭირდება
კომენტარები