0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპარლამენტარები ივანიშვილს: ნუ დამარხავთ საქართველოს ევროპულ მომავალს

ჩამოტვირთვა

ევროპარლამენტის ოცდასამმა წევრმა საქართველოს პრემიერს ღია წერილი მისწერა, სადაც საუბარია ახალი ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე, ადგილობრივ თვითმართველობებსა და საზოაგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლაზე. ევროპარლამენტარების წერილის თარგმანი ჟურნალ ,,ტაბულამ" გაავრცელა. ევროპარლამენტის წევრები ივანიშვილს სთხოვენ შეწყვიტონ ჩამოთვლილ უწყებებზე ზეწოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოსთვის ევროპარლამენტის კარის დაკეტვის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებენ. ევროპარლამენტთა წევრების წერილში ნათქვამია, რომ პრემიერის ბოლო წერილი პრეზიდენტისადმი ღიად აჩენს შემაშფოთებელ მდგომარეობას ქვეყნის შიგნით. ევროპარლამენტარები ივანიშვილს მოუწოდებენ ,,არ დამარხოს საქართველოს ევროპული მომავალი." ,,პარლამენტის ოპოზიციური წევრების გადაბირების აგრესიული მცდელობა და მათ ოჯახის წევრების მისამართით მუქარა ეწინაარმდეგება ევროპულ ღირებულებას, რომ არ ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე"-ნათქვამია წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები