0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს თანამდებობის გამო დაუპირისპირდნენ

ჩამოტვირთვა

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ერთმანეთს "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი "ქართული ოცნების აქტივისტი ვაჟა ჩოხელი გახდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა დუშეთის ყოფილი გამგებელი კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი რეზო ყარმაზანაშვილი, რომელიც გამგებლის მოვალეობას არჩევნების შემდეგ ასრულებდა. განაწყენებული ყოფილი გამგებელი საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს და აცხადებს, რომ კომისიამ ვაჟა ჩოხელის კანდიდატურა დარღვევებით შეარჩია. დუშეთის გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობას სულ 10 კანდიდატი იღებდა. თუმცა, კომისიამ საკრებულოს მხოლოს ერთი კანდიდატი 45 წლის ვაჟა ჩოხელის კანდიდატურა წარუდგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები