0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრას აპირებს

ჩამოტვირთვა

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მისვლას აპირებს. ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილი უმცირესობამ გამოთქვა. ღარიბაშვილის თქმით, ეს კვირა არ ეცალა, ამის გამო მან პარლამენტში შესაბამისი ოფიციალური წერილიც გააგზავნა. „ჩემი გრაფიკი და შეხვედრების განრიგი წინასწარ იყო გაწერილი და ამიტომ ვერ მოვახერხე ფიზიკურად მისვლა პარლამენტში, მაგრამ მე არასოდეს არ მითქვამს, რომ არ მივალ საკანონმდებლო ორგანოში. მე პარლამენტს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, მივალ" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ღარიბაშილმა აღნიშნა, რომ არ იცის, რა საკითხები აინტერესებს უმცირესობას, თუმცა მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები