პოლიტიკა
ივანიშვილის ვიზიტებისთვის გაღებულმა სახელმწიფო ხარჯმა მერაბიშვილის რეკორდი მოხსნა
2013-03-07 14:24:12
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ მინისტრთა უცხოეთში ვიზიტებისთვის, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწოფომ 40 127 ლარი დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ავრცელებს.
პრემიერ მინისტრთა საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია 2012 წლის 1 აგვისტოდან 2012 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ინფორმაციის თანახმად რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, 2012 წლის 11 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სამდღიანი ვიზიტიც არის შესული. პრემიერი ამ პერიოდში ბელგიაში იმყოფებოდა, რაც სახელმწიფოს 27 458 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის წინამორბედის ივანე მერაბიშვილის საფრანგეთში (05.09 2012- 07.09 2012) ორდღიან ვიზიტს, სახელმწიფო ბიუჯეტმა აღნიშნულისთვის 1 784 ლარი გაიღო. ივანე მერაბიშვილი საფრანგეთამდე ორდღიანი ვიზიტით გერმანიაშიც იმყოფებოდა (03.09.2012 -05.09.2012), სადაც 7 839 ლარი დაიხარჯა.
გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მთავრობის კანცელარიიიდან 113 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის 16-მა თანამშრომელმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება, ვაკანტურ ადგილებზე დასაკავებლად ახალ თანამშრომელთა მიღებას, კანცელარიაში ახალი კადრები ისე დაინიშნენ, რომ კონკურსი არ გამოცხადებულა.
კომენტარები