პოლიტიკა
დღეს სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართება
2013-03-07 11:33:00
ჩამოტვირთვა
დღეს 13:00 საათზე სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართება და ბორდი ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს.მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. სასამართლოში სარჩელი შეაქვს ასევე მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის ყოფილ უფროს ხათუნა ბერძენიშვილსაც. მისი თქმით, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ. პარალელურად კი, საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. თანამშრომლების ნაწილი ბორდს გენერალური დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების საკითხის დაყენებას პარლამენტში აპირებს.
კომენტარები