პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის შეხვედრა დასრულდა.
2013-03-06 18:30:00
ჩამოტვირთვა
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის ერთ საათიანი შეხვედრა დასრულდა.შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პრემიერმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ მათი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, სასამართლო სისტემა უფრო ძლიერი გახდეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი არ დგას.
კომენტარები