0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რატომ არ უნდათ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსებში კამერების დამონტაჟება?

ჩამოტვირთვა

დედაქალაქის სამარშრუტო ტაქსებში „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობა კამერების დამონტაჟებას იწყებს.გადაწყვეტილება კომპანიამ მძღოლების პროტესტის საპასუხოდ მიიღო. კამერების დასამონტაჟებლად გამოცხადებულია ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი, ამ ეტაპზე, 5-6 კომპანიამ გამოთქვა. კომპანიების ვინაობა კი ჯერ არ სახელდება. კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დავით ასანიძის თქმით კამერები მონტაჟდება მგზავრთა უსაფრთხოების, კომფორტის და მონიტორინგის მიზნით, ასევე დაითვლება მგზავრები და მძღოლების დღიური შემოსავალიც დადგინდება. ასანიძის თქმით, თბილისში სულ 194 სამარშრუტო ხაზი და 1800 მანქანაა. აქედან კამერების დაყენებაზე ორმოცდაათი უარს აცხადებს. „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას, თითქოს კამერები მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით მონტაჟდება, მძღოლთა ნაწილი პასუხობს ,რომ სინამდვილეში მგზავრთა უსაფრთხოება არაფერ შუაშია და მათ გასაკონტროლებლადაა მოგონილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები