0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი გარდაიცვალა

ჩამოტვირთვა

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი გარდაიცვალა, ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. 58 წლის უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტი 1999 წლიდან იყო. პრეზიდენტი ჩავესი გუშინ, 5 მარტს, ადგილობრივი დროით 16.25 საათზე გარდაიცვალა. იგი ორი წელი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას. პრეზიდენტის გარდაცვალება ვენესუელელ ხალხს უკვე მიუსამძიმრეს ურუგვაის, არგენტინის პრეზიდენტებმა, კუბის სახელმწიფო საბჭომ და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ ჩავესის გარდაცვალების შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის ურთიერთობები უფრო კონსტრუქციული იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები