0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთი გივი თარგამაძის დაკავების მოთხოვნას აგზავნის

ჩამოტვირთვა

რუსეთის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში საქართველოში დეპუტატ გივი თარგამაძის დაკავების მოთხოვნას გამოგზავნის. ამის შესახებ "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით წერს. "როგორც კი ინტერპოლი ოფიციალურად დაადგენს ქართველი პოლიტიკოსის ადგილსამყოფელს და საქმის კურსში ჩააყენებს რუსეთის გენერალურ პროკურატურას, თბილისში ოფიციალური მოთხოვნა გაიგზავნება მისი დაკავების შესახებ",- განუცხადა წყარომ "ინტერფაქსს". შეგახსენებთ რომ გივი თარგამაძე რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაშია ბრალდებული. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები