პოლიტიკა
ბორდმა გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა
2013-03-04 19:24:57
ჩამოტვირთვა
გავრცელ;ებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ დღეს თანამდებობიდან გადააყენა არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. ეს გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ბორდმა ბარათაშვილი იმ მიზეზით გადააყენა, რომ არხზე კრიზისული სიტუაციის შექმნა ვერ აღკვეთა. ამავე დროს, არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის მოსმენის მიუხედავად, ბორდმა ძველ თანამდებობაზე მისი აღდგენის გადაწყვეტილება არ მიიღო.
კომენტარები