მსოფლიო
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება
2013-03-04 11:35:57
ჩამოტვირთვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება, ამის შესახებსაზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელმა ლევან გახელაძემ განაცხადა.
სხდომაზე, სავარაუდოდ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლების საკითხიც განიხილება. ხათუნა ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს, უშუალოდ მის თანამდებობიდან გათავისუფლებას კი მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს. მისი თქმით, გათავისუფლებამდე გიორგი ბარათაშვილისგან მან სამი წინადადება მიიღო. ბარათაშვილის თქმით, გაკვირვებულია "იმ ტყულებით", რაც ბერძენიშვილისგან მოისმინა.
გიორგი ბარათაშვილის განმარტებით, მან ხათუნა ბერძენიშვილს საზოგადოებრივი-პოლიტიკური მიმართულებების დარგში მრჩევლად გადასვლა შესთავაზა.
კომენტარები