0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს ბრალი წაუყენეს

ჩამოტვირთვა

ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს, თემურ ცამციშვილს დღეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მას ბრალი 182-ე მუხლით წაეყენა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას და გადაცდომას გულისხმობს. თემურ ცამციშვილს სატრანსპორტო საშუალებებში ზედმეტად გადახდილი თანხის გამო ედავებიან. ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ადვოკატთან ერთად დაამტკიცებს მის სიმართლეს. ქუთაისის მერმა, ბესო ბრეგაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ცენტრალური ხელისულების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. "ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ და ახლაც მოვუწოდებთ ცენტრალურ ხელისუფლებას თანამშრომლობისკენ. მათ შეუძლიათ ჩვენი მეშვეობით განახორციელონ ქუთასში დაგეგმილი პროექტები და ის ქულები, თუნდაც ჩვენი მეშვეობით დაიწერონ. არ არის აუცილებელი ქუთაისის თვითმმართველობაში უმრავლესობის ხელოვნურად შექმნა"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები