მსოფლიო
ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას ბიუჯეტის იძულებითი შემცირების შესახებ
2013-03-02 17:20:22
ჩამოტვირთვა
ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას ბიუჯეტის იძულებითი შემცირების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად საერთო ჯამში, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თითქმის 86 მილიარდი დოლარით შემცირდება, რის გამოც ეკონომიკა დაახლოებით 750 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს.
მანამდე ობამამ „რესპუბლიკელები“ დაადანაშაულა, რომ მათ ხელი შეუშალეს უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნა, რომ სეკვესტრს საკუთარ თავზე მილიონობით საშუალო კლასის ამერიკელი გამოცდის.
კომენტარები