მსოფლიო
დაკავება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტზე
2013-03-02 15:29:13
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიხეილ ა. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში დააკავეს. მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ორი „ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა და ერთი საკვამლე კოჭა ამოიღეს.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვა-შეძენა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები