0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი-ბევრ ქვეყანაში არის ლობირება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარონ

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს სიტყვით მიმართა.სადაც ღნიშნა, რომ, ბევრ ქვეყანაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ ლობირება მიმდინარეობს. "მე ვიცი, რომ არის ლობირება იმის თაობაზე, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ზოგიერთ თქვენს ქვეყანაში, ეს ქვეყნები აღიარებული იქნენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ჩვენ მადლიერი ვართ სწორედ იმისთვის, რომ თქვენ პატივს სცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა დიდი საერთაშორისო უკანონობა ამ დანაშაულის დაკანონება და ამ უსამართლობის, რომელიც ხდება ამ ტერიტორიებზე. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი და სამართლიანობის განცდა დღევანდელ მსოფლიოში რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ თქვენ ხართ პასუხისმგებლობით აღსავსე ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ მოვახერხეთ, ვახერხებთ და იმედი მაქვს მომავალშიც მოვახერხებთ ამ საკითხების დაცვას თქვენთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები