0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

The Independent_აქვეყნებს სტატიას საქართველოს პრეზიდენტზე

ჩამოტვირთვა

ბრიტანული გამოცემა the independent აქვეყნებს შონ ვოკერის სტატიას საქართველოს პრეზიდენტზე სათაურით: "პრეზიდენტი, რომელმაც აეროპორტამდე თავად მართა მანქანა და მეუღლე, ვინც დაცვის მაგივრობას უწევდა". პოლიტიკური უპირატესობის დასამტკიცებლად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავად მართავდა მანქანას, რომელიც, როგორც თვითონ აცხადებს, მისივე პირადი თანხით არის შეძენილი. ის ამ მანქანით მივიდა თბილისის აეროპორტში, საიდანაც მეზობელ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა", - ნათქვამია სტატიაში. როგორც ავტორი წერს, საქართველო პოლიტიკურ გაურკვევლობაშია მას შემდეგ, რაც სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გასული წლის შემოდგომით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა ექსცენტრიული მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ოქტომბრამდე რჩება პრეზიდენტად და საკონსტიტუციო უფლებამოსილებას ინარჩუნებს, ივანიშვილის გუნდმა მას გადადგომისკენ და ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდა. "ცოტა ხნის წინ პრეზიდენტს პარლამენტში საჯარო მიმართვით გამოსვლის ნება არ დართეს. მოგვიანებით, როცა ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეეცადა სიტყვით გამოსვლას, ამას შენობის გარეთ გამართული ხელჩართული ბრძოლა უძღოდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა Youtube-ზე ატვირთა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ სხდებიან სააკაშვილი და მისი მეუღლე მანქანაში, სანამ თბილისის ქუჩებში დაცვის თანხლების გარეშე გავლენ და აეროპორტისკენ მიეშურებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები