პოლიტიკა
პროკურატურის სააპაელაციო საჩივარი უგულავას თაობაზე სასამრთლომ დაუშვებლად ცნო
2013-03-02 13:36:00
ჩამოტვირთვა
პროკურატურის სააპაელაციო საჩივარი გიგი უგულავასთვის 1 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სააპალეციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო, ხოლო შუამდგლომლობა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ, საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.
როგორც სასამართლოში განმარტავენ, გადაწყვეტილება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ საჩივარი მას შემდეგ შეიტანა, რაც საქალაქო სასამართლომ 25 თებერვალს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის მერის გიგი უგულავას არც ერთი სახის აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. პროკურატურა, უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა. ასევე, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გიგი უგულავას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს და საგამოძიებო ორგანოში, კვირაში ერთხელ, გამოცხადდეს. სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
კომენტარები