0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძესთან კამათის გამო შიდა ქართლში საჯარო მოხელე გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

კახა კალაძესთან კამათის გამო, შიდა ქართლში კიდევ ერთი საჯარო მოხელე გათავისუფლდება. გორის რაიონის სოფელ ვარიანის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის, იზოლდა კოკაურის გათავისუფლების ბრძანების პროექტი უკვე მომზადებული და საკრებულოში გადაგზავნილია. "მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელე ასეთ შემთხვევაში არღვევს ეთიკურ ნორმებს, მან არ უნდა გამოიყენოს შეუფერებელი ტერმინოლოგია. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს მათ მიმართ ზომები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გათავისუფლება გამოიყენოს" - აცხადებს გორის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი რეზო გოგიაშვილი. იზოლდა კოკაური კოალიცია "ქართული ოცნების" აქციის ჩაშლაში და ჟურნალისტის შეურაცხყოფაში დაადანაშულეს. სწორედ მასთან მოუვიდა სიტყვიერი შეკამათება წინასაარჩევნო პერიოდში, სოფელ ვარიანში კახი კალაძეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები