მსოფლიო
სამხედრო სავალდებულო სამსახური 12 თვემდე მცირდება
2013-03-01 16:52:42
ჩამოტვირთვა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვიდან 12 თვემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
ასევე, კიდევ ერთი ცვლილებით, ახალგაზრდებს, რომლებსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეობის მიღების განაცხადი აქვთ შევსებული, მიეცემათ სამხედრო სამსახურში გაწვევის და გადავადების ვადა იქამდე, ვიდრე გამოცდების შედეგებს არ გაიგებენ", - განუცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
კომენტარები