პოლიტიკა
,,იუსტიციის მინისტრი და მთავარი ბრალმდებელი იურისტი არ ყოფილა"
2013-03-01 16:42:35
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გამოეხამაურა.
,,სანამ არ ვიხილავთ თეა წულუკიანის იურისტის დიპლომის დასკანერებულ ვარიანტს აქ, ფეისბუქზე, შეგვიძლია შევაჯამოთ მომხდარი სკანდალი:
აღმოჩნდა, რომ იუსტიციის მინისტრი და მთავარი ბრალმდებელი იურისტი არ ყოფილა;
ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ ის მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან არაერთგზის მიუთეთებდა, რომ მაღალი კვალიფიკაციის იურისტია.
მას შემდეგ, რაც უკანონოდ დაინიშნა თავი იუსტიციის მინისტრად, ის შეეცადა დანაშაულის კვალიც დაეფარა. კერძოდ, პარლამენტში შემოიტანა საკუთარი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც, იუსტიციის მინისტრს უკვე აღარ დასჭირდება იურიდიული განათლება.
თვითმარქვია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება არის უკანონო, მათ შორის, კბილაშვილის მთავარ პროკურორად წარდგენა უკანონო მინისტრის მიერ და უკანონოდ დანიშნული მთავარი პროკურის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება, მათ შორის აბსურდული ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების დაკავება-დაპატიმრებები."_ აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
კომენტარები