მსოფლიო
ახალაიას წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება.
2013-03-01 11:20:21
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და მათთან ერთად ბრალდებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა დღეს 14 საათზე განახლდება .
გუშინდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარმოადგინა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.მოსამართლე აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებლად 13.15 საათზე გავიდა. სხდომა აღარ განახლებულა და ადვოკატებს მოსამართლის თანაშემწემ სხდომის გადადების შესახებ აცნობა. ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მასთან ერთად ბრალდებულ ექვს პირს, კერძოდ, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძეს, მერაბ კიკაბიძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, წამების ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. გუშინდელ პროცესს ყველა ბრალდებული ესწრებოდა, გარდა მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილისა, რომლებიც როგორც ცნობილია, ძებნილები არიან .
კომენტარები