მსოფლიო
დონაძე - რაც დიდხანს ვიქნები ბრალდებული, უფრო მძიმე იქნება სარჩელი სტრასბურგის გზაზე
2013-02-28 18:16:38
ჩამოტვირთვა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ერთ-ერთი მოწმე რომან ზანდარაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია შსს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ გაავრცელა.
დონაძის ინფორმციით, სამინისტროში მყოფი მეგობრებისგან გაიგო, რომ ზანდარაშვილი ხელმძღვანელობამ დაიბარა და განუცხადა, სამსახურში ვეღარ დარჩებოდა, რადგან ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში და პრესაში გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს.
ამასთან, დონაძემ დღეს ჟურნალისტებს იმ ოჯახის საუბრის ამსახველი ვიდეომასალაც წარუდგინა, საიდანაც იარაღი მოიპარეს და შემდგომ რობაქიძის საქმეში ფიგურირებდა. ამასთან, გურამ დონაძე ვახტანგ კომახიძეს კადრების დამონტაჟებაში ადანაშაულებს. გურამ დონაძე გეგმავს, ორშაბათს ინგლისის საელჩოს მიმართოს და მოითხოვოს ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
კომენტარები