0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

წიკლაური - ასეთი სამარცხვინო პროკურორი, როგორიც კბილაშვილია, საქართველოს არ ჰყოლია

ჩამოტვირთვა

ასეთი სამარცხვინო პროკურორი, როგორიც არჩილ კბილაშვილია, საქართველოს თავისი განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ჰყოლია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურა მთლიანად არის დანამატი "ქართული ოცნების". მისივე თქმით, კბილაშვილის განცხადებები, მაგალითად, თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით ცდება ყოველგვარ ზღვარს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, იცის მთელმა საზოგადოებამ, რომ ამ ადამიანს იარაღი ჩაუდეს. პროკურორი ცდილობს, ამის საწინააღმდეგოს დამტკიცებას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დადგეს იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ექვსი ადამიანი გააგზავნა გუნავასთვის ნარკოტიკებისა და იარაღის ჩასადებად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები