0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტელეკომპანია მე-9 არხს აკრიტიკებენ

ჩამოტვირთვა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ტელეკომპანია მე-9 არხს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით მაყურებელი შეცდომაში აღარ შეიყვანოს კრიტიკის მიზეზი ტელეკომპანიის ეთერში 25 თებერვალს გასული სიუჟეტი გახდა სახელწოდებით „ყოველთვიური პრემიები”. „არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გაგა მკურნალაძე, დავით ჭაკუა, გიორგი ავსაჯანიშვილი - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თვის ბოლოს გაორმაგებული ან გაოთხმაგებული ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდნენ. თანხა ექს-მინისტრ კალმახელიძის პირადი გადაწყვეტილებით გაიცემოდა" – ნათქვამი იყო სიუჟეტში, რომელსაც ჰედლაინად გასდევდა წარწერა "წამებაში ბრალდებული პირები ყოველთვიურად 5 ათას ლარამდე პრემიას იღებდნენ". არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს რომ ინფორმაცია მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ჭაკუაზე გამოაქვეყნა რაც შეეხება ზემოაღნიშნულ სხვა პირებს, მათ შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ არ იქნა მოწოდებული, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი სტატია მომზადდა „წამებაში ეჭვმიტანილ პირთა პრემიები" და აღნიშნული მე-9 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში IDFI-ს თავჯდომარემ განმარტა, თუმცა ტელეკომპანიამ სიუჟეტში რეალობა სრულყოფილად არ ასახა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები