0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უგულავასთან დაკავშირებულ საჩივარს სასამართლო 72 საათში განიხილავს

ჩამოტვირთვა

სააპელაციო სასამართლომ დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებული პროკურატურის საჩივარი 72 საათში უნდა განიხილოს. მთავარი პროკურატურა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ გაასაჩივრა. 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები