მსოფლიო
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დღეს იმართება
2013-02-28 13:07:02
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას წინასასამართლო პროცესი დღეს იმართება.
წინასასამართლო სხდომა 11.00 საათისთვის დაიწყო. როგორც მოსამართლე ეკა არეშიძე ამბობს, პროცესზე განიხილება შუამდგომლობები მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე.
20 თებერვლის პროცესზე კი, საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით დასაკითხად 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ოქმი წარადგინა.
ბრალდებულებმა - ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ ბრალი არ აღიარეს. ბრალდებას არ ეთანხმებიან დანარჩენი ბრალდებულებიც: ალექსანდრე გორდაძე, გაგა მკურნალიძე, მერაბ კიკაბიძე.
გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება.
კომენტარები