პოლიტიკა
ბობოხიძე: „უსუფაშვილმა კეთილი ინებოს და შეხვედრები პარლამენტში გამართოს“
2013-02-27 19:18:03
ჩამოტვირთვა
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს, დაჯდეს ქუთაისში და პარლამენტთან დაკავშირებული ყველა შეხვედრა პარლამენტში გამართოს.
ბობოხიძისთვის კლატეგორიულად მიუღებელია პარლამენტთან დაკავშირებული ღონისძიებების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილი შეხვედრების თბილისში გამართვის პრაქტიკა,უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრები, თუ უმცირესობასთან კონსულტაციები.
ბობოხიძე ღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია, პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას პატივი სცეს.
კომენტარები