მსოფლიო
უზენაეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას უპასუხეს
2013-02-27 18:50:54
ჩამოტვირთვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას უზენაეს სასამართლოში უპასუხეს. სასამართლოში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე სასამართლოს მიერ გამოტანილი კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად გააკრიტიკა. ღარიბაშვილის კრიტიკის ობიექტი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა. მინისტრის თქმით, სამართალდამცავების მიერ დაკავებულ დამნაშავეებს სასამართლო დაუსაბუთებლად და უკანონოდ ათავისუფლებს. უზენაეს სასამართლოში კი განმარტეს, რომ საქმის რეალური სურათი სრულიად განსხვავებულია. მათი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს ბაჩანა ჯანჯღავას და გოჩა ჯაკობიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
კომენტარები