პოლიტიკა
რატომ შეიჭრა ხალხი ქუთაისის მერიაში
2013-02-27 13:57:09
ჩამოტვირთვა
ქუთაისის მერიაში მოსახლეობა შეიჭრა. ისინი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ. მოსახლეობამ შენობაში შეჭრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "ნაციონალურმა მოძროაბამ" განცხადება გააკეთა რომ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი გადადგა. დღეს კი ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ხალხი, რომელიც შემოჭრასს ცდილობდა, სავარაუდოდ მერის კანდიდატურის გადაყენებასაც ითხოვდა. ამ წუთებში ქუთაისის მერიის შენობაში კვლავ ხმაურია, დაცვის სამსახური სიტუაციის დარეგულირებას უშედეგოდ ცდილობს. ხვადაგიანმა გადადგომამდე მადლობა გადაუხდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და განაცხადა, რომ მათი საშუალებით არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული, თუ კულტურული პროექტის მონაწილე იყო.
კომენტარები