მსოფლიო
ბუტა რობაქიძის საქმეზე ორი მოწმე დააკავეს
2013-02-26 12:07:16
ჩამოტვირთვა
მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავა. ესენი ყოფილი პოლიციელები, მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე არიან.
პროკურატურის ინფორმაციით, ლიპარტელიანმა 4-ჯერ მისცა ჩვენება, სადაც ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს, თუმცა, ირაკლი ფარცხალავას მიერ ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ადგილზე სხვადასხვა სახის იარაღი ნახა.
ასევე, პროკურატურის ცნობით, ლევან ლობჟანიძემ რამდენჯერმა მისცა ჩვენება და ყველა ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.
ამ მოწმეების დაკავებას ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძეც ითხოვდა. ორივე დაკავებული ამ დროისთვის დიღომში მდებარე პოლიციის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან.
კომენტარები