პოლიტიკა
25 თებერვალი ოკუპაციის დღეა
2013-02-25 11:38:10
ჩამოტვირთვა
ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და წუთიერი დუმილი ცხადდება.ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით რიგი ღონისძიებები გაიმართება.1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა. რუსულმა არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტმა 25 თებერვალი - ოკუპაციის, რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა.
კომენტარები