0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ ბაქრაძე: გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

ჩამოტვირთვა

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ ბაქრაძის მტკიცებით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გასულ კვირას გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია . როგორც ბაქრაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადბეს, ის მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგაა გადაღებული. "რაც შეეხება ფირს, რომელიც გავრცელდა, ის ნამდვილად არსებობდა, მაგრამ მერწმუნეთ, გადაღებულია მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგ. არავითარი კავშირი ამ ფირს რეალობასთან არ აქვს. არ მინდა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც სხვები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, მაგრამ ძალიან მიკვირს, ირაკლიმ რატომ აიღო ამხელა ტვირთი საკუთარ თავზე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ფირი შემოუგდეს. ისიც შემიძლია გითხრათ, საიდან მოხვდებოდა ეს ფირი ირაკლი ფირცხალავასთან, მაგრამ ამაზე საუბრისგან ჯერ თავს შევიკავებ, რადგან ზუსტად დადასტურებული არა მაქვს. ერთს გეტყვით, ეს ფირცხალავას რომ არ გამოეჩინა, შეიძლებოდა მისთვის ფირის განადგურება დაებრალებინათ... მასში სხვადასხვა ეპიზოდი ერთმანეთშია არეული, ანუ დამონტაჟებულია" "გავიგე, ზურაბ მიქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დასაცავს ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს და მან ახლა შეცვალა ჩვენება. ის ვაჭრობს, ცდილობს, როგორმე ამ საქმიდან გამოძვრეს. ზურაბ მიქაძე კიდევ რამდენიმეჯერ შეცვლის ჩვენებას. ის ვაჭრობს, ცდილობს, როგორმე ამ საქმიდან გამოძვრეს... ზურაბ მიქაძემ თავიდანვე დაიწყო ამ საქმით ვაჭრობა და თქვა, თითქოს მას ზურაბ ბაქრაძემ დაავალა ეს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ახლა ახალ ვერსიას თხზავს" "ბაშალეიშვილი მთვრალი იყო, ამას ვადასტურებ. როდესაც მოვიკითხე, სად არის ის პატრულის თანამშრომელიმეთქი, მიქაძემ მითხრა, მთვრალიაო. შენც იცი, დღეს პატრულის პიარი მიდის და მეტს ვერაფერს გეტყვიო", - აღნიშნავს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც წლების განმავლობაში დუმილისთვის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები