0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურა უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონ ლარს ითხოვს

ჩამოტვირთვა

პროკურატურამ ქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ გიგი უგულავას ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა ეკრძალება და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, მთავარი პროკურატურა სასამართლოში შევიდა შუამდგომლობით, რომლითაც დავით კეზერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. აღნიშნულ შუამდგომლობებზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თბილისის მერს, გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა.სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 13.00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები