მსოფლიო
გიგი უგულავა : ფინანსურმა პოლიციამ ორი ბრალდება, ძლივს ამოღერღა
2013-02-22 22:47:36
ჩამოტვირთვა
"მოგესალმებით ძვირფასო თბილისელებო. არ დაგიმალავთ, ადამიანურად, ბუნებრივია, ვღელავ, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად არის, როდესაც ბრალდებულის სტატუსს ვატარებ. თუმცა ამავე დროს სიამაყით ვაცხადებ და მინდა, მადლობა გადავუხადო სხვათა შორის გამოძიებას, იმისთვის, რომ ოთხწლიანი წვალების, ისევე როგორც ბევრი ჩემს გარშემო მომუშავე ადამიანის წვალების, მაგრამ წვალებასაც აღარ დავარქმევ უკვე, არც ზეწოლას, აღვირახსნილი კამპანიის, შეურაცხყოფის, ოჯახის წევრების დამცირების ახლობლების დაშინების ფონზე, ორი ბრალდება ძლივს ამოღერღა საფინანსო პოლიციამ. პირველი ბრალდება საზოგადოებისთვის ცნობილია, ამის შესახებ მე ვისაუბრე კიდეც, დღესაც მათ შორის, ფიგურალურად და პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გამოძიება ამ საკითხში გვედავება ადამიანების დასაქმებას. მე აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, დიახ, ეს ადამიანები დავასაქმეთ, ვთვლი, რომ გავაკეთეთ სწორი და ეს დანაშაული არ არის. ასევე ვთვლი, რომ გამოძიებამ თავის ბნელ და ჩახუტულ ოთახებში ის 700 ქალბატონი, რომელიც დაკითხვაზე მიიყვანა, მათი დაკითხვა ცალმხრივად წარმართა და მე დარწმუნებული ვარ, სასამართლოზე თავისუფალ გარემოში იქნება ჩვენებების თავისუფლად მიცემის საშუალება და გამოჩნდება სრული სიმართლე. ამ დროისთვის შემიძლია კმაყოფილებით აღვნიშნო ერთი რამ, რომ ამ ეპიზოდში გამოძიება ფულის არა მოპარვას, არამედ ხელფასებად დარიგებას გვედავება, რაც უკვე დიდი მიღწევაა სამართლიანობისა აღდგენის გზაზე. მე მეღიმება და ვცდილობ ირონიით შევხედო ამ ბრალდებებს, ვინაიდან აქამდე თუ ჩვენ გვიწევდა გაგებით მოვეკიდოთ იმ აღვირახსნილ საქციელებს, დღეს კი ირონიით უნდა მოვეკიდოთ იმ ცინიზმს, რომელიც პირადად ივანიშვილისგან მოდის, რომელიც იმდენსაც ვერ ხვდება, რომ დღევანდელი განცხადებებით, სულ მცირე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, მაგრამ ეს მისი სტილია", - განაცხადა უგულავამ.
კომენტარები