მსოფლიო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტის სხდომას ტოვებენ და თბილისში ბრუნებიან.
2013-02-22 20:21:36
ჩამოტვირთვა
დედაქალაქის მერისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილების გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტის სხდომას ტოვებენ და თბილისში ბრუნებიან.
პარლამენტიდან წასვლის წინ კი, მათ შეფასებები გააკეთეს და მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციის განადგურების მცდელობად შეაფასეს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციაზე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება. მან ზეწოლა დაუკავშირა როგორც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანს, ასევე 19 აპრილისათვის დაგეგმილ ღონისძიებას.მაჭავარიანმა აბსურდული უწოდა გიგი უგულავას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ის არის მერი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის მიერ არის არჩეული.
კომენტარები