პოლიტიკა
დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
2013-02-22 19:19:35
ჩამოტვირთვა
მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრა საღამოს 7 საათზე დაიწყება და მას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ასამდე პოლიციელია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა 8 თებერვალს განვითარებული მოვლენები და ამჯერად ბიბლიოთეკასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტა. მივლენ თუ არა შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის ეროვნულ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხითმოსიარულეებს უშვებენ.
კომენტარები