პოლიტიკა
ბესელიას ავტომანქანაში მისი ნათესავი გარდაიცვალა
2013-02-22 17:40:03
ჩამოტვირთვა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წუხელ ქობულეთში. “ფოლცვაგენის” მარკის ავტომანქანა, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ემსახურებოდა. პარლამენტის ბალანსზე მყოფი სახელმწიფო ავტომანქანა ჭადრის ხეს დაეჯახა. წყაროს ცნობით მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა ეკა ბესელიას შორეული ნათესავი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა.გარდაცვლილის ცხედარი წუხელვე გადაასვენეს ლანჩხუთის რაიონში. მანქანის მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენი ორი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. ავტოავარიის შესახებ საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
ნინო გიორგობიანის განცხადებით, მომხდარის დეტალებს არკვევს და ფაქტის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
კომენტარები