მსოფლიო
ამნისტირებულმა ყოფილმა პატიმრებმა პოლიციელი დაჭრეს
2013-02-22 15:41:01
ჩამოტვირთვა
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში შეიარაღებული ყაჩაღური თავდამსხმელები პოლიციამ აიყვანა.
ურთიერთსროლის დროს ერთი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. სამი თავდამსხმელიდან ორი დაკავებულია, ერთმა კი მიმალვა მოახერხა.
დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილე, დადეშქელიანია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ყაჩაღური თავდასხმის ორი მონაწილე ცაგურია და ჭითანავა პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, მესამე თავდამსხმელის ვინაობა დგინდება.
ორივე ეჭვმიტანილი ცოტა ხნის წინ ამნისტიით გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
კომენტარები