მსოფლიო
ბიძინა გუჯაბიძე პარლამენტში ჩოხით მივიდა .
2013-02-22 14:21:32
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე პლენარულ სხდომაზე ჩოხით მივიდა. სწორედ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი წარუდგენს ის კოლეგებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, დეპუტატთა ჩაცმულობა, საპროტოკოლო-საქმიანთან ერთად, ეროვნულიც უნდა იყოს. პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ეს პროექტი დღეს პირველი მოსმენით გადის. ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობას რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც ადგენს, რომ ეს საპროტოკოლო-საქმიანი უნდა იყოს. დეპუტატ გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივით კი, რეგლამენტი იმასაც დაადგენს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნა არამხოლოდ საპროტოკოლო-საქმიანი ჩაცმულობით, არამედ ეროვნული ტანსაცმლითაც იქნება ნებადართული.
კომენტარები